გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა ახალი სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო და რამდენიმე ამხანაგური მატჩი უკვე გამართა კიდეც.
უოტფორდმა ბოლო სატესტო თამაში ჯილინგემის წინააღმდეგ ჩაატარა და 4:1 დამარცხდა, ამ მატჩში კი ჩაკვეტაძეს მონაწილეობა არ მიუღია.
სამწუხაროდ, ჩაკვე არც დღეს ითამაშებს. უოტფორდი 22:00 საათზე შოტლანდიურ ჰიბერნიანს გასვლაზე შეხვდება, გიორგი კი გუნდს არ გაჰყოლია.
როგორც ირკვევა, ჩაკვე ინგლისში რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად დარჩა და ადგილზე ივარჯიშა. დიდი ალბათობით, კლუბი ცდილობს, რომ ქართველი ფორმაში ნელ-ნელა ჩააყენოს და ყოველგვარი სარისკო მოქმედებები გამორიცხოს.