თითქმის უკვე ოფიციალურადაა გადაწყვეტილი, რომ მიმდინარე ზაფხულს ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, რომელსაც გეზი პარი სენ-ჟერმენისკენ აქვს აღებული.
არაერთი იტალიური გამოცემა ადასტურებს, რომ ნაპოლიში ოსიმენის გზას რომელუ ლუკაკუ გააგრძელებს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიაზე მაღალი ანაზღაურება ექნება.
ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისი ბელგიელ ფორვარდს 6-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს, ახალი პირობებით კი კვარას 5.5-მილიონიანი ხელშეკრულება შესთავაზეს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჯერჯერობით არცერთი წინადადება არ მიუღია, შესაბამისად, ზუსტად არ ვიცით თუ რამდენად დარჩება კვარა საბოლოოდ ნაპოლიში.