14 ივლისს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, სადაც ესპანეთმა ინგლისს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო.
ფინალის დასრულების შემდეგ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი როდრი დასახელდა, რომელმაც მთელი ევრო ასე შეაფასა:
ტურნირის განმავლობაში გზად არაერთი პრობლემა შეგვხვდა, რომელთა გადალახვაც იოლი სულაც არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათი დაძლევა მაინც მოვახერხეთ.
წარმოგიდგენიათ? ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე გოლი სულ არ გაგვიშვია და პირველად ეს მხოლოდ საქართველოს ნაკრებთან მოხდა, როდესაც მათ 1/8-ფინალში შევხვდით.
- თქვა როდრიმ.