დროის სვლასთან ერთად გიორგი ქოჩორაშვილის ლაციოში ტრანსფერზე სულ უფრო და უფრო მეტი იწერება. ამჯერად სიახლე იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი ნახევარმცველი რომაულ კლუბს იდეალურად მოერგებოდა.
გიორგი ქოჩორაშვილი ლიდერული და მებრძოლი უნარების მქონე საინტერესო ნახევარმცველია. ეს ფეხბურთელი ესპანეთის მეორე დივიზიონში მოასპარეზე ლევანტეში თამაშობს, რომელთანაც გიორგის კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა ქოჩორაშვილი ბოლო დღეებში რომის ლაციოს დაუკავშირეს.
ლაციოს ახალ პროექტს მარკო ბარონი უხელმძღვანელებს და მის გეგმებს გიორგი ქოჩორაშვილი მართლაც იდეალურად მოერგებოდა.
- წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელი ლაციოსთან ერთად ტორინოსაც დაუკავშირეს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე არაფერი დაწერილა.