საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არქივში არაერთი საინტერესო პროექტი ინახება, რომლებიც დროის სვლასთან ერთად ტელეეკრანებიდან შეუმჩნევლად გაქრნენ.
ერთ-ერთი ასეთი დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვა" გახლავთ, სადაც ქართველ სპორტულ ჟურნალისტსა და საფეხბურთო კომენტატორს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა აქვს განხილული.
ჯერ კიდევ 10 წლის წინ, დავით მინაშვილს გადაცემაში სტუმრად ლევან კობიაშვილი ჰყავდა მიწვეული, რომელიც გადაცემის ჩაწერიდან 1 წელში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. აი, რას ამბობდა კობიაშვილი მაშინ საქართველოს ნაკრებზე: