Sky Sports-ისა და სხვა არაერთი ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, 2024/2025 წლების სეზონიდან ნაპოლის ლეონარდო სპინაცოლა შეუერთდება.
როგორც ვკითხულობთ, ევრო 2020-ის ტრიუმფატორი სპინაცოლა რომას დატოვებს და ახალ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
31 წლის მარცხენა მცველი რომაში 2019 წლიდან თამაშობდა, იქამდე კი ისეთ კლუბებში აქვს ნათამაშები, როგორებიცაა იუვენტუსი, ატალანტა, ემპოლი და სხვა.
დიდი ალბათობით, სპინაცოლა დე ლაურენტისს გუნდში სასტარტო XI-ში დასაყენებლად მოჰყავს და კვარას ფლანგზე ოლივერასა და რუის ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ვიხილავთ.
ლეონარდო სპინაცოლას კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ევროპის ჩემპიონობა აქვს. სხვათა შორის, სპინაცოლას ევრო 2020-ზე 1/4-ფინალის იქით ტრავმის გამო აღარ უთამაშია, თუმცა იტალიელი მცველი ტურნირის სიმბოლურ გუნდში მაინც შეიყვანეს!