'ჩაკვეტაძე სლოვანის რიგებში დაფრინავს' - გერმანულია მედია ქართველზე სტატიას აქვეყნებს » სპორტის ხაზი

'ჩაკვეტაძე სლოვანის რიგებში დაფრინავს' - გერმანულია მედია ქართველზე სტატიას აქვეყნებს

'ჩაკვეტაძე სლოვანის რიგებში დაფრინავს' - გერმანულია მედია ქართველზე სტატიას აქვეყნებს
9-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძის კარგი თამაში გერმანულ მედიას არ გამორჩენია. ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა 'ჰამბურში' შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, მაგრამ „სლოვანში“ გადასვლის შემდეგ, ქართველს მეორე სუნთქვა გაეხსნა ა, რაზეც ისიც კარგად მეტყველებს, რომ გიორგი კონფერენს ლიგის საუკეთესო ასისტენტებშია.

'გასულ სეზონში ჰამბურგის ერთ-ერთი ახალწვეული გიორგი ჩაკვეტაძე იყო. გუნდმა ქართველი სეზონის მეორე ნახევარში იჯარით გენტიდან დაიმატა და მას ბუნდესლიგაში დაწინაურების იმედს უკავშირებდნენ. გეგმამ არ გაამართლა. ჩაკვეტაძემ ჰამბურგის მაისურით მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ზაფხულში მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ.

'ჩაკვეტაძე სლოვანის რიგებში დაფრინავს' - გერმანულია მედია ქართველზე სტატიას აქვეყნებს

ჩაკვეტაძე ჰამბურგში ვერ ათამაშდა

თუმცა, 23 წლის ფეხბურთელი ამ სეზონში იჯარით ბრატისლავას სლოვანში წავიდა, სადაც ბევრად უკეთესად გამოიყურება. მისმა გუნდმა კონფერენს ლიგაში ვილნიუსის ჟალგირისთან გადამწყვეტი მატჩი 2:1 მოიგო. ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა და ჯგუფში სლოვაკების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.' - ვკითხულობთ სტატიაში.


ქართველი კონფერენს ლიგის საუკეთესო ასისტენტებშია

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩაკვეტაძის გუნდი სლოვაკეთის ლიგაში ლიდერობს. ამასთან გუნდი კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქართველი ფეხბურთელი აღნიშნული ტურნირის მეორე საუკეთესო ასისტენტია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი