გიორგი ჩაკვეტაძის ბოლო პერიოდის წარმატებულ თამაშს ეხმაურება ქართველი ფეხბურთელის ყოფილი კლუბი, კერძოდ "ჰამბურგი", სადაც 23 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა.
როგორც იცით, გიორგი ჩაკვეტაძე გერმანიაში ბელგიური "გენტიდან" იჯარით გადაბარგდა, თუმცა გერმანელები ქართველის ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოები დარჩნენ და გიორგი კვლავ ბელგიაში დააბრუნეს. ამჯერად, ჩაკვეტაძე "გენტმა" "სლოვან ბრატისლავაში" ისევ იჯარით გაანათხოვრა, სადაც ქართველი ფეხბურთელი თავის ძველ სათამაშო ფორმას სწრაფი ტემპებით უბრუნდება.
გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო 7 შეხვედრაში 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაზეც გერმანული, კერძოდ კი "ჰამბურგის" მედია (HSV24.MOPO) წერს: "ჰამბურგის ყოფილმა ფეხბურთელმა სლოვან ბრატისლავას კონფერენს ლიგის ჯგუფი მოაგებინა." - გიორგი ჩაკვეტაძის ყოფილი კლუბის მედია.
ქართველ ფეხბურთელს სლოვაკურ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონ ევროს შეადგენს.