ახალი სეზონიდან, ნაპოლის 6 ფეხბურთელთან დამშვიდობება მოუწევს - მოთამაშეებსა და კლუბს შორის კონტრაქტი ამოიწურა და სამომავლოდ მათ პარტენოპეის დატოვება მოუწვეთ.
კონტეს განკარგულებაში შემდეგი ექვსი მოთამაში აღარ იქნება: პიოტრ ზელინსკი (ინტერი), ჰამედ ტრაორე (ბორნმუთი), დიეგო დემე (კლუბის გარეშე), ლეანდერ დენდოკერი (ასტონ ვილა) და მეკარეები პიერლუიჯი გოლინი (ატალანტა), ჰუბერტ იდასიაკი (კლუბის გარეშე).
ცნობისთვის, ნაპოლი რამდენიმე მოთამაშესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და სავარაუდოდ კლუბი უახლოეს დღეებში გაძლიერდება.