ფასი დასახელებულია - ქოჩორაშვილისთვის ლა ლიგის ცნობილი კლუბი იბრძვის » სპორტის ხაზი

ფასი დასახელებულია - ქოჩორაშვილისთვის ლა ლიგის ცნობილი კლუბი იბრძვის

ფასი დასახელებულია - ქოჩორაშვილისთვის ლა ლიგის ცნობილი კლუბი იბრძვის
3-07-2024, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური El Gol Digital-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით ვილიარეალია დაინტერესებული.

როგორც დაიწერა, ლევანტე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს ითხოვს, ეს ფასი კი დაინტერესებული მხარისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ლევანტესთან კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვალენსიური კლუბი ქართველის გაყიდვას ხელს არ შეუშლის.

გიორგიმ ლევანტეს რიგებში 2023/2024 წლების სეზონში ჯამურად ყველა ტურნირზე 24 შეხვედრა გამართა, რა დროშიც დაცვითი ტიპის ნახევარმცველმა 2 გოლის გატანა შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი