ჟორჟ მიქაუტაძე მეცში ოფიციალურად გადავიდა, თუმცა ეს ტრანსფერი დროებითი და ფორმალურია, რადგან წინ მონაკო და სხვა გუნდები იცდიან.
მეცმა მიქაუტაძე აიაქსიდან 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ უკანვე შეიძინა და წესით, ქართველ ფეხბურთელს მინიმუმ 20 მილიონად გაასხვისებს.
მონაკოსთან ერთად გიორგის ტრანსფერით არაერთი კლუბია დაინტერესებული. მაგალითად, ბოლოს ვულვერჰემპტონის ინტერესის შესახებ დაიწერა, თუმცა ტრანსფერთან ყველაზე ახლოს სწორედ მონაკოა.
ცნობისთვის, მონეგასკები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ და მთავარ საკლუბო ტურნირზე გიორგის სახით წარმომადგენელი გვეყოლება.