რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოსა და ესპანეთის 1/8-ფინალური შეხვედრა, რომელიც ჩვენმა მეტოქემ 4:1 მოიგო.
მედიაში ვრცელდება სტატისტიკა, რომელიც გიორგი მამარდაშვილის ღვაწლს კიდევ უფრო აფასებს და ერთიორად ადიდებს!
როგორც დაიწერა, მამარდაშვილმა ევროზე 30 მოგერიება მოაგროვა, რაც 1992 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი გახლდათ!
მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის. ჩვენ ისტორია ერთად დავწერეთ!