Geo Team-მა სლოვან ბრატისლავაში მოთამაშე ქართველების კონტრაქტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლეები გამოაქვეყნა.
როგორც ქართული საფეხბურთო გვერდი წერს, გურამ კაშიამ სლოვაკურ გუნდთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა, ჯაბა კანკავამ კი ამავე კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ კაშიას მსგავსად განახლებული კონტრაქტის შეთავაზება ჯაბამაც მიიღო, ვეტერანმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ჯაბა კარიერას.
ცხადია, კანკავას ერთ-ერთი ვარიანტი საქართველოში ჩამოსვლა და ეროვნულ ლიგაში თამაში იქნება.