როგორც მოსალოდნელი იყო, ევრო 2024-ზე გიორგი მიქაუტაძის გენიალური თამაშის გამო ამავე ფეხბურთელით მსოფლიოს არაერთი გრანდი დაინტერესდა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიც, რომელიც ოსიმენის გზის გამგრძელებელს აქტიურად ეძებს.
გარდა ნეაპოლური ვარიანტისა, მიქაუტაძის ტრანსფერით ისეთი კლუბები არიან დაინტერესებული, როგორებიცაა დორტმუნდის ბორუსია, ნიუკასლ იუნაიტედი, ფრანგულ კლუბებზე კი უკვე აქამდეც არაერთხელ დაიწერა.
საქართველოს ნაკრებისა და მეცის 23 წლის ფორვარდი ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რაც გიორგის მხრიდან გატანილმა სამმა გოლმა და ტურნირის ბომბარდირობამ განაპირობა.
ფაქტი ერთია, მიქაუტაძის მიმართ ინტერესი უდიდესია, მისი ფასი კი მორიგ ჯერზე უნდა გაიზარდოს. მეცი ლიგა 2-ში მორიგ ჯერზე დაქვეითდა, თავად მიქაუტაძეს კი დიდი მომავალი გარანტირებული აქვს!