დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.
ამოცანა მარტივი ნამდვილად არ არის, მომდევნო ეტაპზე გასასვლეად კრიშტიანო რონალდოს და კომპანიის დამარცხებაა საჭირო, თუმცა ეს საქართველოა!
ამ დღეებში და ალბათ დღეს, თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე აქტუალური იქნება ბუდუ ზივზივაძის თემა. გულშემატკივრების უმეტესობა უკმაყოფილიო იმ სათამაშო დროით, რასაც ზივზივაძე ამ ევროპის ჩემპიონატზე იღებს.
გასაგებია მიქაუტაძის იდეალური ფორმა, თუმცა ბევრი ამ ყოველივეს ბუდუს განცხადებას მიაწერს, რომელიც ფეხბურთელმა ევრო 2024-მდე გააკეთა (ამ დროისთვის ინტერვიუ სოციალური ქსელიდან აღებულია).
ამ სახითზე საინტერესო რამ განაცხადა თავად ფეხბურთელის მამამ, კახა ზივზივაძემ, რომელმაც პატარა ინტერვიუ Ambebi.ge-სთან ჩაწერა.
- ბატონო კახა, ბუდუს გამოყვანას მოედანზე მთელი საქართველო ელოდება. როგორ შეაფასებთ მწვრთნელის გადაწყვეტილებას?
- ბუდუ მზადაა და ყოველ თამაშზე ელოდება, რომ გამოიყენებს სანიოლი. რა გითხრათ, ვერ ჩასვა ალბათ დაგეგმილ და წარმოდგენილ თამაშის სქემაში.