ბოლო დროს ქართველი ვარსკვლავის გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ, რომ "კვარა" ფოტოებში საქორწინო ბეჭდით ჩნდება. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ცოტა ხნის წინ ხვიჩა და ნიცა დაინიშნნენ და მალე ქორწილსაც გეგმავენ.
ინფორმაცია AMBEBI.GE-სთან საუბარში ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამაც დაადასტურა:
"დიახ, ვადასტურებ რომ დაინიშნა. გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ქორწილს, ჯვრისწერას, რაც შეეხება, ალბათ, სეზონის დამთავრების შემდეგ იქნება. თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება ერთ დღეში, ერთ თვეში გადაწყვიტონ. პატარები აღარ არიან და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ, ჩვენ კი მივესალმებით... მადლობას გიხდით ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის", - აცხადებს ambebi.ge-სთან საუბარში ბადრი კვარაცხელია.