საქართველო თუ სლოვენია? - პლეიოფში გასვლა უნიკალური შანსით შეგვიძლია » სპორტის ხაზი

საქართველო თუ სლოვენია? - პლეიოფში გასვლა უნიკალური შანსით შეგვიძლია

საქართველო თუ სლოვენია? - პლეიოფში გასვლა უნიკალური შანსით შეგვიძლია
25-06-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, გარეთ საუთგეიტის ინგლისი სლოვენიას შეხვდება, ეს მატჩი კი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

როგორც იცით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ 1/8-ფინალში პორტუგალიასთან ქულის აღებითაც კი გავიდეს, საამისოდ კი სხვა მატჩები ჩვენთვის სასურველი შედეგით უნდა დასრულდეს.

ასეთი ერთ-ერთი სწორედ სლოვენიის შეხვედრა გახლავთ. მათ ახლა 2 ქულა აქვთ, ბურთების შეფარდების მაჩვენებელი კი 0 (2 გატანილი და 2 მიღებული). იმ შემთხვევაში თუ ინგლისი სლოვენიას მინიმუმ 3 ბურთით მოუგებს, საქართველო კი პორტუგალიასთან ფრეს ითამაშებს, მაშინ სლოვენია გზიდან ჩამოტოვებული გვეყოლება. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ვარიანტიც. თუ ინგლისი სლოვენიას ორი ბურთით მოუგებს (პირობითად, 2:0-ს, საქართველო კი უგოლო ფრეს ითამაშებს), მაშინ საქართველოს და სლოვენიას ერთნაირი ექნებათ როგორც ქულათა მაჩვენებელი, ისე ბურთების სხვაობაც, რის შემდეგაც ყვითელი ბარათების, ანუ დისციპლინარული დარღვევების დათვლას დაიწყებენ.

ამ მომენტისთვის საქართველოს ჯამში 5 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, სლოვენიელებს კი 4, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით წამგებიან პოზიციაში ვართ, თუმცა ბოლო ტურის მატჩები სიტუაციის გამოსწორების საშუალებას აუცილებლად მოგვცემს.

ცნობისთვის, 2 ქულის აღებით საქართველოს ერთი მეტოქე ჩამოტოვებული ეყოლება და უკვე ვიცით მისი ვინაობა, - ის ხორვატიაა, მეორე ნაკრები კი სწორედ სლოვენია უნდა იყოს. ახლა მთავარი ისაა, რომ ინგლისმა მინიმუმ 3 ბურთით იმარჯვოს, ან ორით მაინც, რა შემთხვევაშიც სლოვენიის იმაზე მეტი ყვითელი ბარათი დაგვჭირდება, ვიდრე საქართველოს ექნება მიღებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი