რონალდუს კვარაცხელიას ოცნების ახდენა შეუძლია - რა თქვა ხვიჩამ მატჩამდე » სპორტის ხაზი

რონალდუს კვარაცხელიას ოცნების ახდენა შეუძლია - რა თქვა ხვიჩამ მატჩამდე

რონალდუს კვარაცხელიას ოცნების ახდენა შეუძლია - რა თქვა ხვიჩამ მატჩამდე
24-06-2024, 14:57
Aa Aa
გაზიარება:

გამოცემა GOAL-მა საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრის შესახებ დაწერა, აქცენტი კი კვარაცხელია-რონალდუს დუეტზე გააკეთა.

როგორც იცით, კვარას ბავშვობის კუმირი სწორედ კრიშტიანუ იყო, რომელსაც ქართველისთვის მაისურის გაცვლით ოცნების ახდენა შეუძლია:

პორტუგალიის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვს, რის გამოც არსებობს რეალური შანსი, რომ რობერტო მარტინესმა კრიშტიანუ რონალდუს დასვენების საშუალება მისცეს.

თუ რონალდუ მაინც გამოვა და ითამაშებს, მას და კვარაცხელიას ერთმანეთში მაისურების გაცვლა შეეძლებათ, რაც ხვიჩასთვის ოცნების ახდენა იქნება.

- წერს გამოცემა.

სხვათა შორის, კვარამ თამაშამდე თქვა, რომ რონალდუს მოედანზე ხილვით დიდად მოხარული და ბედნიერი იქნება, მის წინააღმდეგ თამაში კი ხვიჩას ნამდვილ ოცნებას წარმოადგენს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი