სანიოლის სრული ინტერვიუ: "ჩეხები იმედგაცრუებულები არიან, ჩვენ კი ამაყები" » სპორტის ხაზი

სანიოლის სრული ინტერვიუ: "ჩეხები იმედგაცრუებულები არიან, ჩვენ კი ამაყები"

სანიოლის სრული ინტერვიუ: "ჩეხები იმედგაცრუებულები არიან, ჩვენ კი ამაყები"
22-06-2024, 20:18
Aa Aa
გაზიარება:

ჩეხეთთან ფრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეხვედრა შეაფასა.

""ყველაზე კარგი განცდა სიამაყეა. შეიძლება გაგიჩნდეს სინანულის განცდაც, როცა არ იცი, რა გამოიარე, მაგრამ ეს ქულა უფრო სიამაყის განცდას გვაძლევს. ჩეხეთის ნაკრებით გაოცებულები არ ვიყავით, ვიცოდით, რომ რთული მატჩი გამოვიდოდა, მეტოქემ მთელი თამაშის განმავლობაში დიდი ზეწოლის ქვეშ მოგვაქცია. ალბათ, ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, მაგრამ ჩვენ დღეს ფანტასტიკური მეკარე გვყავდა, მამარდაშვილი აბსოლუტურად ფანტასტიკური იყო. კი, შეიძლება ბოლო მომენტის გამო გულდაწყვეტილები ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის ვერ იღებ იმას, რასაც იმსახურებ, ამას თურქეთის მატჩის გამოცდილებაც ადასტურებს. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

"მე არ მჩვევია ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი, ამიტომ არ ვილაპარაკებ დღეს ხვიჩას თამაშზე, ეს შეიძლება მერე, როცა ყველაფერს გავაანალიზებთ. კიტეიშვილის მდგომარეობას რაც შეეხება, კიდევ ერთი დღე უნდა დაველოდოთ და იმედი გვაქვს, რომ დაგვიბრუნდება. საბა კვერკველიამ საქართველოში ინფექციის გამო 10 დღე გაატარა საავადმყოფოში, როცა ის ავსტრიაში შემოგვიერთდა, არ იყო სრულ მზადყოფნაში. როდესაც შევცვალეთ, დაღლილი იყო, გველესიანმა კი, ძალიან კარგად შეცვალა."

"ტურნირის წინ, შეიძლებოდა, გაგვღიმებოდა, როცა მომდევნო ეტაპზე გასვლაზე დავიწყებდით საუბარს. პორტუგალიას ვეთამაშებით, პატივს ვცემთ მეტოქეს, რომელიც ძალიან ძლიერია. მოვემზადებით მაქსიმალურად და გვექნება ამბიცია, რომ რაღაც კარგად გავაკეთოთ. რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ძალები მოვიკრიბოთ, ზოგი ფეხბურთელი დაღლილიც იყო, მაგრამ ენერგია უნდა აღვიდგინოთ და მოვემზადებით მაქსიმალურად, როგორც შესაძლებელია.

"ჩვენ დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს, ვიცოდით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო მიგვეღო გამოცდილება მსგავსი ტურნირიდან. მიყვარს საქართველო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სადებიუტო ტურნირზე ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. გამოცდილების კუთხით, თუნდაც ფეხბურთელებისთვის, ეს მნიშვნელოვანია. ამ მატჩიდანაც შეუძლიათ დაინახონ, როგორია უმაღლესი დონე. ეს არის გამოცდილება, საიდანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია და ეს დაეხმარება საქართველოს ნაკრებს სამომავლოდ."


- აცხადებს ვილი სანიოლი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი