ფეხბურთის წესების თანახმად, თუ ორ განსხვავებულ შეხვედრაში ყვითელ ბარათს მიიღებ, მესამეს ავტომატურად ტოვებ.
ეს წესი ევროპის ჩემპიონატზეც მოქმედებს, შესაბამისად, ამის გამო შესაძლოა პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დააკლდეს.
საქმე ეხება სოლომონ კვირკველიას, რომელმაც თურქებთან ყვითელი ბარათი საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს, 55-ე წუთზე მიიღო.
თუ იგი მომდევნო დაპირისპირებაში ჩეხეთის წინააღმდეგაც იასპარეზებს და ყვითელ ბარათს მიიღებს, პორტუგალიელებთან შეხვედრას ავტომატურად გამოტოვებს.
სოლომონი, ზოგისთვის საბა, 32 წლის მცველია. თურქეთთან დაპირისპირებაში მან მოედანზე 85 წუთი დაჰყო.