ოზჯანი: "თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში და ქართველებს მოვუგებთ" » სპორტის ხაზი

ოზჯანი: "თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში და ქართველებს მოვუგებთ"

ოზჯანი: "თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში და ქართველებს მოვუგებთ"
18-06-2024, 02:12
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსა და თურქეთის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე "დორტმუნდის" თურქმა ფეხბურთელმა სალის ოზჯანმა შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"განსაკუთრებული მატჩი გველის. გვსურს კარგად დავიწყოთ, თუმცა რთული მატჩი გველოდება. დისციპლინის ქონა და მარტივი შეცდომების არ დაშვება აუცილებელია. დიდი ალბათობით მატჩს მოვიგებთ, რადგან ისე ვიგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.

"ქომაგებს დიდი დატვირთვა აქვთ. ატმოსფეროს გამოყენება ჩვენს სასიკეთოდ აუცილებელია და ეს უნდა მოვახერხოთ.

"გერმანიაშ დავიბადე და გავიზარდე, თუმცა სათამაშოდ თურქეთის ნაკრები ავირჩიე, რადგან თავს სწორედ თურქად მივიჩნევ".


- აცხადებს ოზჯანი.

ცნობისთვის, სალიჰი "დორმტუნდის" რიგებში თამაშობს მცველისა და ნახევარმცველის პოზიციებზე. იგი 21 წლამდე გერმანიის ნაკრების ღირსებას იცავდა, მთავარ გუნდად კი თურქეთი აირჩია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი