სერია A-ს ოფიციალური გვერდი საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს და ხვიჩა კვარაცხელიას მეტოქეებს "აფრთხილებს".
იტალიის ჩემპიონატის სტატისტიკური ციფრების მიხედვით კი სეზონის განმავლობაში, ხვიჩა მეტოქის საჯარიმოში ბურთს ყველაზე მეტჯერ შეეხო.
1️⃣ კვარაცხელია - 220
2️⃣ ზაპატა - 212
3️⃣ ლეაუ - 204
4️⃣ ტურამი - 192
5️⃣ ლაუტარო მარტინესი - 191
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ევრო 2024-ის პირველ შეხვედრას, 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.