საქართველოს და თურქეთის ნაკრებები 18 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კი თურქმა ფეხბურთელებმა, იაზიჯიმ იუსუფმა და ბერტუგ ილდირმა მედიასთან ამ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ასეთ ჩემპიონატებში ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი მატჩია. ის, თუ როგორ დაიწყებ პირველ შეხვედრას. საქართველოსთან მატჩი ჯგუფური ეტაპის დასაძლევად დაგვეხმარება და იმედია, ეს შედეგს გამოიტანს.
ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ტრავმირებული ფეხბურთელები გვაყავს, თუმცა ჩვენს ნაკრებს ყველაფერი შეუძლია. მართალია, გოლების გატანა გვიჭირს, მაგრამ ამ პრობლემასაც გადავლახავთ და მგონია პრობლემა არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" თურქებს დორტმუნდში, 18 ივნისს, 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.