ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს ტვენტეს 25 წლის ნახევარმცველი, მიხაელ სადილეკი დააკლდება, ივან ჰაშეკმა კი მისი ჩამნაცვლებელი უკვე მოძებნა.
ჩვენი მეტოქის დამრიგებელმა ეროვნულ გუნდში სლავია პრაღას ფეხბურთელი, პეტრ სევჩიკი გამოიძახა, რომელიც 30 წლის გახლავთ.
პეტრ სევჩიკისთვის ნაკრები უცხო სულაც არაა. მას ამ დრომდე ჩეხეთის ეროვნულ გუნდში 30 მატჩი აქვს გამართული და წინა ევროზეც იყო გამოძახებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს მეორე ტურში, 22 ივნისს შეხვდება.