სერია A-მ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელია ფიორენტინას წინააღმდეგ გატანილი გოლი მაისის თვის საუკეთესოდ დაასახელა.
ახალგაზრდა შემტევმა ეს შედევრი იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურში შექმნა. ის მატჩი ანგარიშით 2:2 მორჩა - ხვიჩას ჯარიმამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ნაპოლის მაისურით წინა სეზონში 34 მატჩი 11 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. პარტენოპეი კი ცხრილში მე-10 ადგილზე გავიდა.
იხილეთ ხვიჩას ულამაზესი ჯარიმა: