"კვარაცხელია გასაღები იქნება, მაგრამ ჩაკვეტაძე..." - Opta საქართველოს ნაკრების ლიდერზე და ევროპის ჩემპიონატზე » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია გასაღები იქნება, მაგრამ ჩაკვეტაძე..." - Opta საქართველოს ნაკრების ლიდერზე და ევროპის ჩემპიონატზე

"კვარაცხელია გასაღები იქნება, მაგრამ ჩაკვეტაძე..." - Opta საქართველოს ნაკრების ლიდერზე და ევროპის ჩემპიონატზე
4-06-2024, 16:31
Aa Aa
გაზიარება:

"ხვიჩა კვარაცხელიას და მის თვისებებს ყველა იცნობს, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძეს შეუძლია ევრო 2024-ზე თავისი მაქსიმუმი დაამტკიცოს", - ასე დაიწყო ცნობილმა ანალიტურმა გვერდმა თავისი სტატია საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე.

"როდესაც ნიკა კვეკვესკირმა 26 მარტს თბილისში, თერთმეტმეტრიანიდან ბურთი ბადეში გახვიაა, ამან საქართველოს ევრო 2024-ზე თამაშის საშუალება მისცა - მათთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირია ისტორიაში 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

მათი კვალიფიკაცია იმასაც ამბობდა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ტალანტი დიდ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებდა: ხვიჩა კვარაცხელია.

მას შემდეგ, რაც 2022-23 წლების სეზონში კვარაცხელია ნაპოლის შეუერთდა, ქართველი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გარემარბად იქცა.
ხვიჩა 21 მოთამაშიდან ერთ-ერთია, რომელმაც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში 100+ საგოლე შანსი შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ევრო 2024-ში იასპარეზებს და ეჭვი არავის არ ეპარება, თუ რამდენად მეტია საქართველოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შანსები მასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში ნაკლებად ცნობილია მსგავსი თვისებების მქონე
: გიორგი ჩაკვეტაძე."

"კვარაცხელია გასაღები იქნება, მაგრამ ჩაკვეტაძე..." - Opta საქართველოს ნაკრების ლიდერზე და ევროპის ჩემპიონატზე

ჩაკვეტაძის როლი ნაკრებში საგრძნობლად გაიზარდა


"ჩაკვეტაძისთვის, სამწუხაროდ, მუხლის სერიოზულმა ტრავმამ, რომელიც მან 2019 წლის დასაწყისში მიიღო, შეაფერხა მისი განვითარება, სანამ ერთი წლის შემდეგ იგივე ტრავმა განმეორდებოდა, მან თითქმის 12 თვე გაატარა ფეხბურთის გარეშე - არყოფნას დაემატა Covid-19-ის პანდემია.

თუმცა, მიუხედავად მძიმე პერიოდისა, გიორგი დაბრუნდა და მისი როლი საქართველოს ნაკრებში საგრძნობლად გაიზარდა

საქართველოს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მათ შორის პლეი-ოფის ორი მატჩის ჩათვლით, არცერთ მოთამაშეს არ შეუქმნია უფრო მეტი შემოქმედებითი საფრთხე, ვიდრე შემტევ წყვილს, კვარაცხელია (1.23) და ჩაკვეტაძე (1.15).

ჩაკვეტაძეს xA 90-ზე 0,18 აჯობა A ჯგუფში მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ: ნორვეგიელმა მარტინ ოდეგარდმა და ფრედრიკ აურსნესმა (ორივე 0,28) და ესპანელმა როდრიმ (0,22) და დანი კარვახალმა (0,25). ის ასევე იყო ერთ-ერთი იმ სამი მოთამაშიდან, რომელმაც სამი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო A ჯგუფში, ნორვეგიის ანტონიო ნუსასთან და ესპანელ ვარსკვლავ ნიკო უილიამსთან ერთად. სამივე პასი კვარაცხელიას ეკუთვნოდა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი