დავიდ ტრეზეგე: "ქართველებო, გაქვთ უნარი, რომ ევროპაზე მაგრად ითამაშოთ" » სპორტის ხაზი

დავიდ ტრეზეგე: "ქართველებო, გაქვთ უნარი, რომ ევროპაზე მაგრად ითამაშოთ"

დავიდ ტრეზეგე: "ქართველებო, გაქვთ უნარი, რომ ევროპაზე მაგრად ითამაშოთ"
4-06-2024, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე საქართველოში იმყოფებოდა და წალენჯიხაში არსებული იუვენტუსის ქართული აკადემიის ფეხბურთელები მოინახულა.

ცხადია, საქართველოს დატოვებამდე ქართველმა ჟურნალისტებმა ტრეზეგეს ბევრი შეკითხვა დაუსვეს, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოს სამომავლო ევროპულ ვოიაჟს შეეხებოდა:

ძალიან მიხარია, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. თქვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩემი ახლო მეგობარია. ჩემი აზრით, გაქვთ სიძლიერე და რესურსი იმისათვის, რათა მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენოთ.

თქვენ საკმაოდ კარგი და გამორჩეული ფეხბურთელები გყავთ, პირველ რიგში, ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას ვგულისხმობ. მას შარშან საოცარი სეზონი ჰქონდა, ახლანდელი კი გაურკვეველი მიზეზების გამო ისეთივე ეფექტური ვერ გამოვიდა, როგორიც წინა იყო. მას ყველაფერი წინ აქვს და ბევრი ევროპული კლუბის რადარზეა მოხვედრილი.

- თქვა დავიდ ტრეზეგემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი