ლეგენდარულმა დავიდ ტრეზეგემ ქართველი ფეხბურთელები მოინახულა » სპორტის ხაზი

ლეგენდარულმა დავიდ ტრეზეგემ ქართველი ფეხბურთელები მოინახულა

ლეგენდარულმა დავიდ ტრეზეგემ ქართველი ფეხბურთელები მოინახულა
31-05-2024, 15:22
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე ეწვია, რის შესახებაც ინფორმაცია Juventus Academy Tsalenjikha-მ გაავრცელა.

"ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დევიდ ტრეზეგე წალენჯიხას ესტუმრა, სადაც იუვენტუსის აკადემიის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და აკადემიის აღსაზრდელებს მასტერკლასი ჩაუტარა."

"დევიდ ტრეზეგეს ვიზიტი საქართველოში 31 მაისს თბილისში გაგრძელდება"
, - წერს იუვენტუსის აკადემიის გვერდი, რომელიც წალენჯიხაში ფუნქციონირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტი პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემაც გამოაქვეყნა:

"დღეს, "იუვენტუსის" მენეჯმენტთან ერთად, ლისზე ის ტერიტორია მოვინახულეთ, სადაც მალე იუვენტუსის თბილისის აკადემიის კომპლექსი აშენდება, თავისი საწვრთნელ-სარეაბილიტაციო ცენტრითა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურით."

"ეს იქნება საქართველოს სამარკო ნიშანი, როგორც მასშტაბური საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ანალოგიც მხოლოდ ტურინის იუვენტუსის აკადემიაა. ჩვენი ბავშვები იმსახურებენ წარმატებულ და ჯანსაღ მომავალს!"
, - წერს ხაზარაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი