სანიოლი: "აი, რას ვიზამ, თუ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშებთ" » სპორტის ხაზი

სანიოლი: "აი, რას ვიზამ, თუ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშებთ"

სანიოლი: "აი, რას ვიზამ, თუ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშებთ"
3-06-2024, 23:38
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა EURO 2024-ზე მონაწილეობა ისტორიაში პირველად ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის თაოსნობით მოახერხა.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ რა მოხდება ევროპაზე საფრანგეთის ნაკრებისა და საქართველოს გზების გადაყრის შემთხვევაში.

"არ ვიცი მინდა თუ არა საფრანგეთთან თამაში. მე ფრანგი ვარ, ასე რომ ეს უცნაური იქნება, მაგრამ თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა, ჩემს საქმეს გავაკეთებ. მოხარული ვიქნები, თუ საფრანგეთი წააგებს და ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ ეს ნორმალურია, რადგან ახლა საქართველოს წარმოვადგენ.

"ეს ფაქტი გაიძულებს საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლას. არ ვიცი, უნდათ თუ არა ქართველებს ჩემგან რაიმის მოსმენა, მაგრმა თუ რამე უნდა ვთქვა, ეს მადლობაა. გულშემატკივრები ყოველთვის იქ არიან, სადაც ეს ნაკრებს სჭირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოთამაშეებისთვის.

"მადლობა ყველაფრისთვის, იმედი მაქვს მომავალში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ EURO 2024-ის წარმატებულ მატჩზეც" , -აცხადებს ვილი სანიოლი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი