როგორც იცით, საქართველოს ნაკრებს 21 მარტს საპლეიოფო შეხვედრა ლუქსემბურგის წინააღმდეგ ელის, რომელთან სათამაშოდაც ვილი სანიოლს ძლიერი საყრდენის დეფიციტი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ვაისმა ნაკრებიდან ცოტა ხნის წინ წასული ჯაბა კანკავა შეაქო და მასზე დადებითად ისაუბრა, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ჯაბას ნაკრებში 1 ან 2 მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება ისევ შეუძლია.
აი, რას ამბობს ვლადიმერ ვაისი 37 წლის ქართველ ნახევარმცველზე:
"ჩვენს გუნდს გაახალგაზრდავება სჭირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ვეტერანს დავემშვიდობებით. მაგალითისთვის, შეხედეთ ჯაბა კანკავას, რომელსაც მალე 38 წელი უსრულდება, თუმცა ყოველ სამ დღეში ერთხელ მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს", - თქვა ვლადიმერ ვაისმა
ცნობისთვის, ჯაბა კანკავას საპლეიფო მატჩებისთვის დაბრუნებაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად ფეხბურთელი მიიღებს.