გავლენიანი საფეხბურთო ექსპერტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით კილიან მბაპე რეალის ფეხბურთელია!
ინსაიდერის თქმით, ყველაფერი დასრულებულია, სუპერვარსკვლავმა მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მომავალ კვირას ოფიციალურად გამოქვეყნდება.
ბლანკოსი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს ფრანგის დამატებას, თუმცა ამაოდ. საბოლოოდ, პსჟ-სთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კილიანი მადრიდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ მბაპე ფრანგულ კლუბში 2017 წლიდან თამაშობდა. დღემდე, მან ყველა ტურნირზე 308 შეხვედრა ჩაატარა, 256 გოლი გაიტანა და 108 საგოლე გადაცემა მიიწერა.