მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპე "პსჟ"-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, კლუბი მისი ტრანსფერით მაინც იხეირებს.
საქმე ეხება 200 მლნ ევროზე მეტს, რაც სხვადასხვა მიზეზების გამო პარიზულ გრანდს დაეზოგება.
ეს მოიცავს 1 წლით კონტრაქტის გახანგრძლივებას, სულ მცირე ერთი სეზონის ხელფასსა და მიმდინარე სეზონის ერთგულების ბონუსს, რომელიც 80 მლნ ევრო იყო, თუმცა წელს კილიანი "პსჟ"-სგან, რა თქმა უნდა, ამ თანხას ვერ მიიღებს.
შესაბამისად, ამ დაზოგილი თანხას პარიზელები 4-5 ტრანსფერში ჩადებენ ინვესტიციად.