"შეუძლებელი შეძლო" - ჟირესმა ვილი სანიოლი და ნაკრები შეაქო » სპორტის ხაზი

"შეუძლებელი შეძლო" - ჟირესმა ვილი სანიოლი და ნაკრები შეაქო

"შეუძლებელი შეძლო" - ჟირესმა ვილი სანიოლი და ნაკრები შეაქო
31-05-2024, 20:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ყოფილმა თავკაცმა, ალან ჟირესმა "ჯვაროსნების" ამჟამინდელი თავკაცი და თავისი თანამემამულე, ვილი სანიოლი Le Quotidien-თან მიცემულ ინტერვიუში შეაქო.

"სანიოლი თავიდან ბოლომდე ქართული საფეხბურთო კულტურის ნაწილი გახდა. მისი მთავარი ელემენტები ბურთის კონტროლი და ტექნიკური ფეხბურთია.

ფრანგმა მაინც შეძლო და მცირე რესურსით ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა. მარტივად რომ ვთქვათ, მან შეუძლებელი შეძლო.

ფედერაცია კარგ საქმეს აკეთებს, კარგ ვარჯიშებს ნერგავს. ეს ძირითადად იმის დამსახურებაა, რომ სტაფის ყველა წევრი ადრე ფეხბურთელი იყო და იციან თუ როგორ იმოქმედონ
"


შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი