30 მაისს "ატალანტა იუნაიტედი" "ინტერ მაიამის" ესტუმრა და მასპინძლებს ანგარიშით 1-3 სძლია.
შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ თავი კარგად გამოჩინა და მეტოქის კარი ორი ლამაზი გოლით აიღო.
თავისი კარგი თამაშით საბამ გუნდს მნიშვნელოვანი ქულებო მოუტანა და მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 4 ბურთი მოუგროვდა 3 საგოლე გადაცემასთან ერთად.
"ინტერ მაიამის" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ლიონელ მესი გახლავთ.