ცნობილმა საფეხბურთო გვერდმა, FourFourTwo-მ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა და საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი მე-15 ადგილზე გაიყვანა.
„საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ფეხბურთელის რანგში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გახდა, ხოლო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – საფრანგეთის ეროვნულ გუნდში. მან საქართველოსთვის ისტორია დაწერა, გუნდი პირველად ითამაშებს დიდ საფეხბურთო ტურნირზე“
რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამია, მეორეზე იტალიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი – ლუჩანო სპალეტი, ხოლო მესამეზე იულიან ნაგელსმანი (გერმანია) გავიდა.