უეფა გვაფრთხილებს - შეიძლება ქართველი ფანებიც კი იყოთ საფრთხეში! » სპორტის ხაზი

უეფა გვაფრთხილებს - შეიძლება ქართველი ფანებიც კი იყოთ საფრთხეში!

უეფა გვაფრთხილებს - შეიძლება ქართველი ფანებიც კი იყოთ საფრთხეში!
28-05-2024, 17:13
Aa Aa
გაზიარება:

საკმაოდ ცოტაა დარჩენილი როგორც კონფერენს და ჩემპიონთა ლიგის ფინალებამდე, ისე ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურად დაწყებამდე.

ამასთან დაკავშირებით უეფამ საჭიროდ ჩათვალა და თავის საიტზე განცხადება დადო, რომელიც გულშემატკივრებისთვის გამაფრთხილებელი შინაარსისაა.

როგორც უმსხვილესი საფეხბურთო ორგანიზაცია წერს, ფანებმა თავი უნდა შეიკავონ და ბილეთები გადამყიდველებისგან ან სხვა, გარეშე და მესამე პირისგან არ შეიძინონ.

"თუ ბილეთს მესამე პირისგან, სოციალურ ქსელში ან რაიმე რეკლამიდან შეიძენთ, არსებობს რეალური შანსი, რომ ამ ბილეთის ვალიდურობა უეფამ უარყოს და გაძევებული იქნათ თამაშიდან."

"უფრო მეტიც, ბილეთების უკანონო გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც უეფა სერიოზულად უდგება. იმის გამო, რომ ზოგიერთი ბილეთი გაურკვეველი წარმომავლობის იყო, მათი ნაწილი უკვე ოფიციალურად გაუქმდა და გამოკვლევა დაწყებულია."

"გარდა ამისა, გირჩევთ, რომ სტადიონზეც თქვენი ბილეთი მუდმივად თან გქონდეთ, რადგან მხოლოდ ამ ბილეთთან ერთად იქნება დაშვებული, რომ თამაშს დაესწროთ"
, - წერს უეფა თავის საიტზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი