გუშინ, გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ლა ლიგის ბოლო ტურში შინ სელტა ვიგო მიიღო და დაუზავდა (2:2).
"ღამურების" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული კვლავ ქართველი მეკარე გახლდათ, რომელმაც გუშინ ესპანური კლუბის მაისურით საიუბილეო, მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
გიორგი მესტალიაზე 2021 წლიდან გამოდის, ამ დროის განმავლობაში კი საუკეთესო სტატისტიკა ამ სეზონში ჰქონდა.
- 37 მატჩი
- 13 მშრალად შენახული კარი
- 3/5 მოგერიებული პენალტი
საკლუბო ფეხბურთს თუ შევეშვებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი სანაკრები მატჩებში საუკეთესო გახლდათ. გიორგის უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ რამდენიმე დღეში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ შეხვედრას გამართავს.