"ნაპოლის" კაპიტანი გუნდიდად მიდის - თანაგუნდელები მიზეზს ასახელებენ » სპორტის ხაზი

"ნაპოლის" კაპიტანი გუნდიდად მიდის - თანაგუნდელები მიზეზს ასახელებენ

"ნაპოლის" კაპიტანი გუნდიდად მიდის - თანაგუნდელები მიზეზს ასახელებენ
27-05-2024, 18:09
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ჯოვანი დი ლორენცო დიდი ალბათობით ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს დატოვებს.

მიუხედავად კაპიტნის სამკლაურისა, იტალიელი მცველი გულნატკენი და იმედგაცრუებულია არა ამ სეზონით, არამედ გულშემატკივრებით.

ლეჩესთან მატჩის შემდეგ, რომელიც 0:0 დასრულდა, პარტენოპეის ფანებმა ჯოვანის დაუსტვინეს და მის მიმართ უხამსი სიტყვები არ დაიშურეს.

ამაზე იტალიური კლუბის კარის დარაჯმა, ალექს მერეტმაც განაცხადა:

"ფანების ობსტრუქცია დი ლორენცოზე? არ მომეწონა, ჯოვანი ამას არ იმსახურებდა. უმჯობესი იქნებოდა, თუ მთელ გუნდს დაგვისტვენდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საჩემპიონო გუნდის კაპიტანი იყო"

შეგახსენებთ, ნაპოლიმ ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი