დღეს, ჩვენი დროით 18:00 საათზე ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი შეხვდებიან.
აღნიშნულ შეხვედრაში ერიკ ტენ ჰაგს იუნაიტედის რიგებში პირველი ტიტულის მოგების შანსი ექნება, გვარდიოლა კი შეეცდება, რომ პრემიერ ლიგას კიდევ ერთი თასი დაურთოს და 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს მონაგარი კიდევ უფრო გაზარდოს.
აი, ასეთ შემადგენლობას ელიან ექსპერტები როგორც ერთ, ისე მეორე გუნდისგან:
მანჩესტერ იუნაიტედი - ონანა, ვან-ბისაკა, კაზემირო, მარტინესი, დალო, მაინუ, ამრაბატი, დიალო, ფერნანდეში, გარნაჩო, ჰოილუნდი.
მანჩესტერ სიტი - ორტეგა, უოკერი, აკანჯი, დიაში, გვარდიოლი, როდრი, კოვაჩიჩი, ბერნარდო, ფოდენი, დე ბრუინი, ჰოლანდი.