"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა დღეს შეიკრიბა, რათა მასიმილიანო ალეგრის შესახებ გადაეწყვიტათ, გაეშვათ თუ არ გაეშვათ.
მისი განთავისუფლება უდიდესი ალბათობით გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი კითხვა ის იყო თუ როდის გაანთავისუფლებდნენ მას. მასიმილიანოსა და "ბებერი ქალბატონის" საერთო მომავალი დღეს ან სეზონის ბოლოს უნდა დასრულებულიყო,
საბოლოოდ, ხელმძღვანელობამ იტალიელი სპეციალისტი დაუყონებლივ გაანთავისუფლა. ამიერიდან "შეშლილი მაქსი" ტურინელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ იქნება.
"იუვენტუსში" დაბრუნების შემდეგ ალეგრიმ ერთადერთი ტიტული მოიგო.