კიტეიშვილის ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშის შანსები რეალური ხდება » სპორტის ხაზი

კიტეიშვილის ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშის შანსები რეალური ხდება

კიტეიშვილის ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშის შანსები რეალური ხდება
1-05-2024, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი სერბული გამოცემა "Mozzart Sport" იუწყება, რომ "ზვეზდას" ოთარ კიტეიშვილის გადაფორმება სურს, მაგრამ სხვა წყაროები საპირისპიროს ამტკიცებენ.

მაგალითისთვის, "CrystalSport" გვამცნობს, რომ კიტეიშვილის სერბეთში ტრანსფერის შანსი ძალიან დაბალია, თუმცა მაღალია იმის ალბათობა, რომ მას შემოთავაზებები ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან მოუვა.

მისი გაფორმება მარტივი იმიტომ არის, რომ ოთარს მიმდინარე სეზონის ბოლოს "შტურმთან" კონტრაქტი ეწურება და მისი შეძენა უფასოდ იქნება შესაძლებელი.

მიმდინარე სეზონში ოთარის ანგარიშზე 8 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა 37 მატჩში. "შტურმი" ბუნდესლიგას 3 ქულით ლიდერობს და დიდია იმის ალბათობა, რომ კიტეიშვილი კლუბს ჩემპიონის სტატუსით დატოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი