უეფას კოეფიციენტების სეზონური რეიტინგი საერთაშორისო ტურნირების 1/4-ფინალების შემდეგ ოფიციალურად განახლდა.
მოგეხსენებათ, რომ ახალი რეგლამენტის თანახმად, სეზონური რეიტინგის 2 საუკეთესო ქვეყანა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დამატებით მეხუთე საგზურს მიიღებს.
აი, როგორ გამოიყურება უეფას სეზონური რეიტინგის ტოპ 5:
1. იტალია – 18 428
2. გერმანია – 16 785
3. ინგლისი – 16 750
4. ესპანეთი – 15 062
5. საფრანგეთი – 14 750
როგორც ხედავთ, იტალიის სერია A-ს დამატებით მეხუთე საგზურის მიღების ყველაზე დიდი შანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მეხუთე ადგილზე გასვლაც ეყოფა, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს.
ამ მომენტისთვის ნაპოლი სერია A-ს მე-8 ადგილს 49 ქულით იკავებს.