Areanapoli აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ნაპოლის სახელფასო სისტემის მიმართ კიდევ ერთ კითხვის ნიშანს აჩენს.
როგორც იცით, კვარა წლიურად 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მისი ანაზღაურების გაზრდაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც მოყვანილი წყარო წერს, ასტონ ვილადან 6 თვის ვადით მოყვანილ ლეანდერ დენდონკერს ამ დროის განმავლობაში 2.2 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია, რაც გამოცემისთვის ამოცანად რჩება.
ბელგიელ ნახევარმცველს ამ სეზონში თითქმის არ უთამაშია და გუნდისადმი არანაირი დამსახურება არ აქვს (განსხვავებით ხვიჩასგან), თუმცა, ფაქტია, რომ მას გაცილებით მეტს გადაუხდიან, ვიდრე ქართველ ფეხბურთელს, თანაც გაცილებით მოკლე დროში..