სულ რამდენიმე წამის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელშიც ნაპოლიმ იუვენტუსი 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსს ისევ გაუტანა და გარდა ამ გოლისა, ქართველი მთელი თამაშის განმავლობაში ჩვეულად აქტიურობდა.
საქართველოს ნაკრების შემტევის თამაში Sofascore-მ 8.0 სარეიტინგო ქულით შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა ისევ მატჩის საუკეთესო გახდა!
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კვარას მიმდინარე სერია A-ში უკვე 9 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.