იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ფრანჩესკო კალცონას ნაპოლიმ სასუოლო 1:6 გაანადგურა.
თამაშის დასრულების შემდეგ ნაპოლის დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა და კვარა-ოსიმენის დუეტი შეაფასა:
"ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ არც ისე კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა, მაგრამ ნელ-ნელა ძველ სათამაშო კონდიციებს უბრუნდება და მწყობრში დგება, რაც ძალიან კარგია."
"თავისი ბრძოლის გადატანა მოუხდა ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელმაც დღეს ყველას აჩვენა თუ რა შეუძლია რეალურად", - თქვა კალცონამ