ნაპოლის დამრიგებელმა კალიარისთან დაკარგული ქულების შემდეგ თქვა, რომ მის გუნდს მენტალური მდგრადობის პრობლემა აქვს, რაც მოკლე დროში არ გვარდება.
ფრანჩესკო კალცონას ბარსელონასთან გასამართ მატჩამდე სიტუაციის დასარეგულირებლად სულ სამი მატჩი აქვს დარჩენილი, ერთ-ერთ მათგანს კი ნაპოლი სასუოლოსთან დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე გამართავს.
მიუხედავად იმისა, რომ კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია ბოლო 2 შეხვედრაში ორივეჯერ შეცვალა, ქართველს სასუოლოსთან მაინც სასტარტო XI-ში ელიან.
აი, როგორ გამოიყურება ნაპოლის მოსალოდნელი თერთმეტეული:
მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ჟიელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.