"მე მათი ადამიანურად მესმის" - გიორგი მიქაუტაძე მეცის გაცხარებულ ფანებზე » სპორტის ხაზი

"მე მათი ადამიანურად მესმის" - გიორგი მიქაუტაძე მეცის გაცხარებულ ფანებზე

"მე მათი ადამიანურად მესმის" - გიორგი მიქაუტაძე მეცის გაცხარებულ ფანებზე
25-02-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის მეცი ლიგა 1-ში საკმაოდ ცუდად გამოიყურება და ამავე ჩემპიონატში მე-17 ადგილს 17 ქულით იკავებს.

აღნიშნულის გამო გაბრაზებას ვერ მალავენ მეცის ერთგული გულშემატკივრები, რომლებიც ლიონთან წაგებული თამაშის შემდეგ მინდორზე შეიჭრნენ და კლუბის ახლანდელი ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს.

მეცის ქომაგთა გულისწყრომას ეხმაურება ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ამბობს, რომ მას გულშემატკივართა სიბრაზის ადამიანურად ესმის:

"მათი კარგად მესმის, რადგან ბოლო მოგებული თამაშიდან 10 მატჩი გავმართეთ. წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვცდილობთ, თუმცა სულ რაღაც გვაკლდება. დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე ასე არ გაგრძელდება და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვლება", - ამბობს გიორგი მიქაუტაძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი