მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცმა თომას ტუხელმა "ლაციოსთან" წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ თამაშზე ისაუბრა:
"იმედგაცრუებულები და გაბრაზებული ვართ წაგების გამო. ჩვენ წავაგეთ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ლაციომ მოიგო. ვერ ვხსნი, რატომ დავკარგეთ მეორე ტაიმში თავდაჯერება, როდესაც გუნდს დავავალეთ, შეენარჩუნებინათ ინტენსივობა. უფრო თამამადაც ემოქმედათ და წასულიყვნენ წინ. მაგრამ როგორც ჩანს, ტაიმის დასაწყისში ჩვენი სახე დავკარგეთ.
პირველ ნახევარში რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, მაგრამ ჯამში არცერთი დარტყმა გვქონდა კარის ჩარჩოში. გასაგებია, რომ ასე თამაშის მოგება შეუძლებელია. საბედნიეროდ, წინ საპასუხო მატჩი გვაქვს" - განაცხადა ტუხელმა.