მანჩესტერ სიტისთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, ტომას ტუხელმა ბაიერნის ახალ შენაძენზე, კიმ მინ ჯეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეელი მცველი ინგლისურ კლუბთან მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს:
"მოხარულები ვართ, რომ მან ჩვენ აგვიცღია და იმედი გვაქვს, სწრაფად ადაპტირდება და განაგრძობს განვითარებას ჩვენ ერთად, მაგრამ ხვალინდელი თამაში მისთვის ჯერ ადრეა, ის დიდი ალბათობით არ ითამაშებს", - აღნიშნა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნმა ნაპოლის კიმის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადა.