ბოლო პერიოდში სუპერ ლიგაზე ბევრი საუბარი მიმდინარეობს, მისი ერთ-ერთი სახეობის დანერგვა კი იტალიაში სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.
როგორც ცნობილია, იტალიის ჩემპიონატში ახლა 20 გუნდი ასპარეზობს, თუმცა ზოგიერთ გრანდს სურდა, რომ გუნდების რაოდენობა 18-მდე დასულიყო, რაც არ გამოუვიდათ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდების შემცირებას ხელი იუვენტუსმა, ინტერმა, მილანმა და რომამ მოაწერეს, ყველა დანარჩენმა კი ამაზე უარი თქვა და პროექტი ჩავარდა.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ დე ლაურენტისიც ამბობდა, რომ 20-გუნდიანი ლიგა მიმზიდველი აღარაა და იტალიამ რამე ახალი უნდა მოიფიქროს.